saqarTvelos tbebi - arCvebis tba
მდებარეობა | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 42°31`31` ჩ. გ. 44°21`30` ა. გ. |
ფართობი | 0.13 კმ² |
აქსიმალური სიღრმე | 5.5 მ |
აუზის ფართობი | 4.9 კმ² |
ტბა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ყელის ვულკანურ ზეგანზე. ზღვის დონიდან 3078 მ. ზედაპირის ფართობი 0,13 კმ², უდიდესი სიღრმე 5,5 მ აუზის ფართობი 4,9 კმ². წარმოქმნილია მყინვარული ცირკის ლავებით გადაკეტვის შედეგად. საზრდოობს თოვლისა და წვიმის წყლით. უმაღლესი დონე - ივნისში, დაბალი - ზამთარში. გაედინება ჩრდილო-დასავლეთი მხარეს მიწისქვეშა გზით კარბონატულ ქანებში. იყინება დიდი ხნით. თევზი არ იცის.